რეზონანსი
01.05.2024

მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. რა თქმა უნდა, დღესაც ველით რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ეს ყველაფერი გამოხატული იქნება პირველ რიგში სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, ამასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, ყველა მოძალადე და სამართალდამრღვევი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება. მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება, თუმცა ვთხოვ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების ნებისმიერ ძალადობრივ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×