რეზონანსი
20.04.2024

მსა­ხი­ო­ბი და­ვით ბე­ში­ტა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის პრო­ტეს­ტი შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს.

მისი თქმით, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ისე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დას­რუ­ლე­ბა უნდა იყოს.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი, შე­იძ­ლე­ბა, ორი სა­ძა­გე­ლი ძა­ლის, "ნა­ცე­ბის" და "ქო­ცე­ბის" და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი იყოს, რად­გან ეს ერთი ძა­ლაა, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს ასაზ­რდო­ებს. ყვე­ლა ნი­უ­ან­სი იმის­კენ მი­უ­თი­თებს რომ ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა შე­დე­გი უნდა გა­მო­ი­ღოს" - თქვა მსა­ხი­ო­ბმა.

ცნო­ბის­თვის ახალ­გაზ­რდე­ბი გუ­შინ, თავ­და­პირ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ, ამის შემ­დგომ კი, მსვლე­ლო­ბით იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან გა­და­ი­ნაც­ვლეს, რის შემ­დე­გაც ასე­ვე მსვლე­ლო­ბით გა­ე­მარ­თნენ გმირ­თა მო­ე­დან­ზე. მათ გმირ­თა მო­ე­დან­ზე ფიცი და­დეს, რაც მა­თი­ვე თქმით, არის პი­რო­ბა იმი­სა, რომ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექტს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ მი­ი­ღებს. გმირ­თა მო­ედ­ნის შემ­დეგ აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტთან და­ას­რუ­ლეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×