რეზონანსი
19.04.2024

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა - 5,7%-ს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,1%-ს შეადგენს.

სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით. ამ მაჩნებელის მიხედვით, საქართველო ასწრებს ევროკავშირის წევრობის ხუთ კანდიდატ ქვეყანას და შედარებით მაღალ მაჩვენებელს შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, 2023 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელმა ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებლის 41% შეადგინა, ხოლო 2029 წლისთვის 51%-ს გადააჭარბებს. შედარებისთვის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 2029 წელს - 42%, ხოლო მოლდოვის 39% იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×