რეზონანსი
18.04.2024

პოლიციის პროვოცირების, პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც ელისაშვილის "მუშტი" ისეთივე ფეტიშად და "წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული პორნოვარსკვლავისა და ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება, - წერს „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ის სვამს კითხვას, პარლამენტის შენობაში, ელისაშვილის მიერ უმრავლესობის ლიდერზე თავდასხმა, რომლის შედეგად მამუკა მდინარაძეს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, ჩათვალეს თუ არა რადიკალებმა წარუმატებელ ოპერაციად.

„პოლიციის პროვოცირების, პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც ელისაშვილის „მუშტი" ისეთივე ფეტიშად და „წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული პორნოვარსკვლავისა და ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება. მანამდე კი შურისძიების ნიშნად ოცამდე დაღუპული, ასობით დაზიანებული, ათასობით დაკავებული და მილიონობით მიყენებული ზარალი.

ამერიკის კონგრესის შენობაში ცნობილი მოვლენების დროს არიზონას მკვიდრ ჯეიკობ ენტონი ჩანსლის ბრალი და გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ იმის გამო გამოუტანეს, რომ მან თავისი უკანალი სპიკერ ნენსი პელოსის სავარძელში მოათავსა. ის, რომ საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის ლიდერზე პირდაპირ ეთერში თავდასხმა განხორციელდა და მადლობა ღმერთს, ეს ლაჩრული დარტყმა საფეთქელს ასცდა - წარუმატებელ ოპერაციად იქნა აღქმული?" - წერს ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×