რეზონანსი
18.04.2024

აუტ­სა­ი­დე­რი ელი­საშ­ვი­ლი „ნა­ცებ­თან" ერ­თად უნი­სონ­ში ცდი­ლობს თა­ნამ­დე­ბო­ბის მი­ღე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში, არა­ხა­მი­ას გუნდში, - ამის შე­სა­ხებ აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რმა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან", ცოტ­ნე ანა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე და ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტარ ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლის ქმე­დე­ბებ­ზე.

ანა­ნი­ძის თქმით, ელი­საშ­ვი­ლის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი ლუსტრა­ცი­აა მისი მცდე­ლო­ბი­სა, რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღოს და­ვით არა­ხა­მი­ას გუნდში.

"ყვე­ლამ ვნა­ხეთ ელი­საშ­ვი­ლის მუ­ხა­ნა­თუ­რი საქ­ცი­ე­ლი პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, მომხსე­ნებ­ლის მი­მართ. მო­ვის­მი­ნეთ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბი არის მშვი­დო­ბი­ა­ნი. ამ ფონ­ზე კი, გუ­შინ, ხალ­ხს მო­უ­წო­დებ­და „მო­მა­წე­ქი­თო" და ცდი­ლობ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვას.

აქ­ცი­ე­ბი ბევ­რი გვი­ნა­ხავს, მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც ვყო­ფილ­ვართ, მათ შო­რის მეც, მაგ­რამ გუ­შინ რაც ვნა­ხეთ, ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მშვი­დო­ბას.

აუტ­სა­ი­დერ ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილს პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ნა­ი­რი შან­სი არ აქვს 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და "ნა­ცებ­თან" ერ­თად უნი­სონ­ში, "ნა­ცე­ბი­ვით" ცდი­ლობს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბას გა­მოჰ­კრას ხელი უკ­რა­ი­ნა­ში. იცით თქვენ,

იგი არა­ერ­თხელ იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში და სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბაც გა­ი­ა­რა შარ­შან წინ. თუ შევ­ხე­დავთ ანა­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ელი­საშ­ვი­ლის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი არის ლუსტრა­ცია მისი მცდე­ლო­ბი­სა რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღოს არა­ხა­მი­ას გუნდში", - აცხა­დებს ცოტ­ნე ანა­ნი­ძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×