რეზონანსი
17.04.2024

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი აგრესიულია ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მიმართ. გარკვეულმა პირებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვის დროს ხელი შეუშალეს, მიაყენეს შეურაცხყოფა და სახეზე ააფარეს ბანერი წარწერით: “სექსი ყველაფერზე მაგარია, მაგრამ ახლა ბიძინა ივანიშვილის სიკვდილი მირჩევნია”.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “იმედმა” განცხადება გაავრცელა.

როგორც “იმედის” განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ დღეს კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე.

“პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს “იმედის” ჟურნალისტებს.

მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება.

მივმართავთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე.

ტელეკომპანია “იმედმა” დღეს მიმართა დიპლომატიურ კორპუსსაც, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×