რეზონანსი
16.04.2024

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელებთან ინაცვლებენ. ამის შესახებ მოწოდება აქციაზე გაჟღერდა.

აქციის მონაწილეები აპირებენ დახვდნენ დეპუტატებს, რომლებიც პლენარული სესიის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს სწორედ გვერდითა შესასვლელებიდან, მანქანებით ტოვებენ.

„მეგობრებო „ქართული ოცნების" მოღალატე შემადგენლობა ამ წუთებში იქითა ეზოდან იპარება სუს-ის, კანცელარიის გავლით", - მიმართა პარტია „ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატების უსაფრთხოდ გადაადგილებას შესასვლელებთან მობილიზებული სპეცრაზმის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×