რეზონანსი
15.04.2024

უკრაინისადმი აშშ-ის მოთხოვნამ, არ დაარტყას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ვოლოდიმირ ზელენსკი გააღიზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

„ამ თავდასხმებს შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი გავლენა გლობალური ენერგეტიკული სიტუაციის თვალსაზრისით. უკრაინისთვის უფრო მომგებიანია ტაქტიკურ და ოპერატიულ სამიზნეებზე თავდასხმა, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს მიმდინარე ბრძოლაზე", - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

2 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისაუბრა უკრაინის თავდასხმებზე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მისი თქმით, ვაშინგტონი მხარს არ უჭერს კიევის მსგავს ქმედებებს.

30 მარტს, ამერიკულ გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის რეაქცია რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმაზე დადებითი არ იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×