რეზონანსი
30.03.2024

ნიკა გვარამიას, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში თავისი განაცხადის შეტანის საპასუხოდ უარი მიიღო, ასეთივე უარი ექნება ყველა იმ ინსტიტუციიდან, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

„პოლიტიკა ამორალური სივრცე არ უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ ადამიანებს დანაშაულისა და სასჯელის მოხდის მიუხედავად შეუძლიათ და არ ეკრძალებათ პოლიტიკაში თუ არჩევნებში მონაწილეობა, აპრიორი არ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩეველი მათ თავიანთ კრიმინალურ წარსულს აპატიებთ.

ნიკა გვარამიას, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში თავისი განაცხადის შეტანის საპასუხოდ უარი მიიღო, ასეთივე უარი ექნება ყველა იმ ინსტიტუციიდან, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა წილოსანმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული უარის შემდეგ ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიდის იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველმა მოსამართლეებმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღეს.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×