რეზონანსი
28.04.2024

მისივე შეფასებით, უცხო ძალები, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს კანონის მიღებას უკრძალავენ.

„ამერიკელმა მწერალმა ო. ჰენრიმ დიდებული ნაწარმოები „კომბოსტო და მეფეები"დაწერა, სადაც ფიგურირებს გამოგონილი მუდმივი რევოლუციების კარიკატურული რესპუბლიკა ანჩურია. სწორედ აქედან მოდის საერთაშორისო ურთიერთობებში დამკვიდრებული ტერმინი - ბანანის რესპუბლიკა.

დღეს, უცხო ძალები, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს უკრძალავენ კანონის მიღებას.

ქართულ სასამართლოს ავალებენ, გაათავისუფლოს მრავალ დანაშაულში მსჯავრდებული/ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ხელისუფლებას და ეკლესიას უკრძალავენ ეროვნული ღირებულებების დაცვას და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდასთან ბრძოლას.

დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია. საქართველოსგან ანჩურიის რესპუბლიკის შექმნას ითხოვენ და ქართველების ანჩურიელებად გადაკეთებას.

ამიტომ, 29 აპრილს, უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი და ზვიად გამსახურდიას მიერ, დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ნათქვამი სიტყვები გავაგონოთ მთელ მსოფლიოს - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი",- აღნიშნულია მგალობლიშვილის გამოხმაურებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×