რეზონანსი
30.03.2024

კლინიკა „ბაუ“-ს ინფორმაციით, ქალი, რომელიც ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, მათ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქალის გადარჩენა სწორედ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა.

„31 წლის ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კლინიკა BMS-დან ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში „ბაუ“-ში შემოიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა ქალი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. კლინიკაში შემოყვანიდან მალევე გარდაიცვალა”, - აცხადებენ „ბაუ“-ში.

ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკა BMS-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×