რეზონანსი
29.03.2024

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მანიპულაციური განცხადებები ვიხილეთ, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ჩვენი ინსტიტუცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს კანონის ზედმიწევნით აღსრულებისთვის, რომელიც, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ინფორმირებას ყველა მნიშვნელოვანი პროცედურისა და წესის შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს მათ არჩევნებში მონაწილეობას. საარჩევნო ადმინისტრაცია, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, უზრუნველყოფს როგორც ინფორმირებას, ასევე სათანადო პროცედურების განხორციელებას. მთავარია, ყველა ჩართულმა მხარემ უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია საკანონმდებლო ჩანაწერების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მათ არჩევნებში ჩართულობას, შესაბამის ვადებში საარჩევნო უბნების შექმნას. ეს მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავირიდოთ არასწორი მოლოდინი და აღქმები, რომელმაც შეიძლება, ჩვენი თანამემამულეების გულისწყვეტა გამოიწვიოს.

ბოლო პერიოდში ვიხილეთ განცხადებები და შეფასებები, მათ შორის მანიპულაციური, რომლებიც უკავშირდება ჩვენი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობას და ამ საკითხთან მიმართებით, გარკვეულწილად, არასწორი აღქმების შექმნას. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ის იყო, რომ პრეზიდენტისთვის და იქ მყოფი პირებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, რეალურად, რა გამოცდილება არსებობს როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი აღსრულების კუთხით", - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×