რეზონანსი
29.03.2024

კორუფცია სათავიდან იწყება და ახლა თავის ისე მოჩვენება, რომ ირაკლი კობახიძე აქამდე მარსზე ცხოვრობდა, ახლა პოლიტიკური თანამდებობა შეიცვალა და ამიერიდან აპირებს კორუფციასთან ბრძოლას, ძალიან დიდი სიცრუეა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" აღნიშნა.

მისი განცხადებით, „ლელოს" 1000 - ლარიანი პენსიის დაპირება რეალურია, რადგან ის პარტიის სწორი ნაბიჯების - კორუფციასთან ბრძოლისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შედეგი იქნება.

„ლელოს" 1000 - ლარიანი პენსიის დაპირება ცალკე ამოგლეჯილი ინიციატივა არ არის, ეს ჩვენი სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი იქნება. პირველ რიგში, ეს არის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან და მეორე, უცხოური ინვესტიციის მოზიდვა.

კორუფცია სათავიდან იწყება და ახლა თავის ისე მოჩვენება, რომ ირაკლი კობახიძე აქამდე მარსზე ცხოვრობდა, ახლა პოლიტიკური თანამდებობა შეიცვალა და ამიერიდან აპირებს კორუფციასთან ბრძოლას, ძალიან დიდი სიცრუეა. მაშინაც, როცა კობახიძე პარლამენტში იყო, ევროკავშირმა მოგვცა გეგმა, როგორი კანონმდებლობა უნდა შეგვექმნა კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ კობახიძეს ამისთვის არაფერი გაუკეთებია. თუ კორუფციას მართლა ებრძვიან, მაშინ ყოფილ პრემიერს ახლა ძალიან ბევრ კითხვას უნდა უსვამდნენ, რადგან მისი მრავალმილიონიანი სკანდალები არავის დავიწყებია.

ერთ-ერთი, რასაც „ლელო" გააკეთებს, სწორედ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაა და ვერცერთი თანამდებობის პირი ვეღარ გაბედავს, კორუფციას გემო გაუსინჯოს. თუ ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნება, ეს მარტო მომავალ კორუფციას არ დააზღვევს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×