რეზონანსი
29.03.2024

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ამოწმებენ, აქვთ თუ არა კავშირი უკრაინის სპეცსამსახურებს „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„კოორდინატორის დავალებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ტერორისტები მანქანით გაემართნენ რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, რათა შემდგომ კიევში დაპირებული ჯილდო მიეღოთ. გამოძიება აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების გატარებას ტერაქტის ორგანიზებასა და დაფინანსებაში უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობის შესამოწმებლად", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 143-მდე გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×