რეზონანსი
29.03.2024

ჭოუ ციენის დღევანდელი ვიზიტი ორი მეგობრისა და პარტნიორის შეხვედრას წარმოადგენდა, რომლებსაც, (დარწმუნებული ვარ), ბევრი საინტერესო თემა ექნებოდათ განსახილველი - ეკონომიკური პროექტებით დაწყებული, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაგვირგვინებული, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან.

ქართველიშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც თავის სტრატეგიულ მეკავშირეებთან მადლიერების, მეგობრობისა და პარტნიორობის ფასი ძალიან კარგად იციან.

„ორი ქვეყანა - ორი მიდგომა. პირველი - უკრაინა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელს ევროპაში, ლი ჰუეის, აწ უკვე ყოფილმა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა გაუგონარი, ბრბოსთვის დამახასიათებელი შეურაცხყოფა მიაყენა: უცენზურო კონტექსტში დაამახინჯა მისი გვარი. ამის შემდეგ ზელენსკი თვეების განმავლობაში დასდევდა ჩინეთს - „არისტოფან, არისტოფან - გეხუმრე კაცო!-ს" შეძახილით, მაგრამ - ამაოდ. ჩინეთი, როგორც პოტენციური შუამავალი უკრაინის ომში მოლაპარაკების პროცესში, ჰაერივით სჭირდება უკრაინას, მაგრამ ალექსეი დანილოვის დასჯამდე პეკინი კიევს სათოფეზე არ ეკარებოდა.

ქვეყანა მეორე - საქართველო, სადაც მადლიერების, მეგობრობის, პარტნიორობის ფასი თავის სტრატეგიულ მეკავშირეებთან ძალიან კარგად იციან. იციან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ადგილობრივი ბრბოც პეკინს მხოლოდ სეპარატისტულ პრიზმაში განიხილავს. მაგრამ ჩინეთს კარგად ესმის, რომ ჩვენი „ტაივანჩიკები" სწორედ იმ დანილოვის „სულიერი" და/ძმები არიან, ხოლო პეკინი/თბილისის სტრატეგიული ურთიერთობების სათავეში დღეს ორი ირაკლი - კობახიძე და ღარიბაშვილი არიან. ამ უკანასკნელთან ჭოუ ციენის დღევანდელი ვიზიტი ორი მეგობრისა და პარტნიორის შეხვედრას წარმოადგენდა, რომლებსაც, (დარწმუნებული ვარ), ბევრი საინტერესო თემა ექნებოდათ განსახილველი - ეკონომიკური პროექტებით დაწყებული, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაგვირგვინებული", - წერს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×