რეზონანსი
26.03.2024

დღეს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საპასუხისმგებლო მატჩია, იმიტომ, რომ ყველას მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ რეზი არველაძემ განაცხადა.

„დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის - ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გახდეს. ჩვენი მეტოქე არ არის უბრალო მეტოქე. შესაბამისად, რთულია ახლა რამის თქმა. სხვათა შორის, ძალიან მშვიდად ვარ, იქიდან გამომდინარე რომ ასეთი კარგი თამაში გვქონდა ლუქსემბურგთან, ვთამაშობთ თბილისში, სავსე ტრიბუნებით, გადატენილია გულშემატკივრებით არა მარტო სტადიონი, არამედ არის რამდენიმე [გულშემატკივართა ზონა] მთელი საქართველოს მასშტაბით და ამ სიყვარულსა და მხარდაჭერას ფეხბურთელები ყოველთვის ვგრძნობთ. ეს კიდევ ერთი დამატებითი პლუსია ჩვენს სასარგებლოდ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე დაგვირგვინდება წარმატებით და მინდა ჩვენს ფეხბურთელებს ვუსურვო გამარჯვება, კარგი თამაში", - განაცხადა არველაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" საბერძნეთის ნაკრებთან 21:00 საათზე გამართავს. თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანები და გულშემატკივართა ზონა 19:00 საათიდან იქნება მოწყობილი. ასევე, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, მაყურებლების განწყობაზე ქართველი მუსიკოსები იზრუნებენ.

გარდა ამისა, მუნიციპალური ტრანსპორტი 27 მარტის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე" და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×