რეზონანსი
08.11.2023

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ფხაკაძემ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია და პარტია დატოვა 

ქუთაისის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ფხაკაძემ დღეს, ფრაქცია  დატოვა.  ამის შესახებ მან ფრაქციის თავმჯდომარეს წერილობითი განცხადებით მიმართა.

"დაარსების დღიდან, დღემდე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საკრებულოში შემოსვლისას მინდოდა ხალხს დავხმარებოდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დღეს არის სკამებისთვის ბრძოლა, მე მათთვის არ მიღალატია, მათ მიღალატეს, ამიტომ ვტოვებ ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" და პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" -აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დარეჯან ფხაკაძემ.

როგორც ცნობილია, დარეჯან ფხაკაძე საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

დარეჯან ფხაკაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, 2021 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად  გახდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×