რეზონანსი
02.04.2023

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ აზრით, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები, ფაქტობრივად ითხოვენ, რომ მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება იურიდიულად დაკანონდეს. საინტერესოა, რა არგუმენტები აქვთ აღნიშნული პოზიციის მქონე ადამიანებს, ისევე როგორც საინტერესოა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია, რომელიც გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა.

„თუ ადვოკატები დაამტკიცებენ, რომ იმ ადამიანს არ უსვრია ცეცხლგამჩენი ბოთლი, ძალიან კარგი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს თავად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის ფაქტს (ისე იკითხება, რომ ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ). ვფიქრობ, რომ ტელევიზიებმა მაქსიმალურად უნდა დაუთმონ ეთერები იმ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა დასჯადი არ უნდა იყოს, ანუ, ფაქტობრივად, ამგვარი ბოთლების გამოყენების იურიდიულად დაკანონებას ემხრობიან. იქნებ სერიოზული არგუმენტები აქვთ და დანარჩენ საზოგადოებასაც დაარწმუნებენ, რომ უკმაყოფილების გამოხატვა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით დაშვებული უნდა იყოს. ამავე საკითხზე კარგი იქნება ინტერვიუ (მკაფიო შეკითხვებით და პასუხებით) ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონთანაც, საინტერესოა მისი პოზიცია - რას გვთავაზობს და რა რეკომენდაციას გვაძლევს.

დღეს რაც მსოფლიოში ხდება, იმასთან შედარებით საქართველოში არსებული პოლარიზაცია ბავშვურ ბუტიაობად ჩანს და ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით თუ დავიწყეთ, ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, უცებ გადავუსწრებთ ყველა ქვეყანას და ცეცხლის ალში გავხვევთ ქვეყანას“, - წერს მაღლაფერიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×