რეზონანსი
09.02.2023

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა გადარჩენის შესაძლებლობა სწრაფად იწურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისი თქმით, მიწისძვრიდან 72 საათის შემდეგ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების მხოლოდ 22%-ის გადარჩენაა შესაძლებელი და დროის გასვლასთან ერთად ეს მაჩვენებელი სწრაფად მცირდება.

„ყოველი წუთი ახლა მნიშვნელოვანია, რადგან სიცოცხლის გადარჩენის ფანჯარა სწრაფად იხურება. ყველა ცალსახად მუშაობს, რათა იპოვოს და გადაარჩინოს ნებისმიერი ცოცხალი ადამიანი", - აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად გაიზრდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×