რეზონანსი
05.10.2022

კოსმოსში თემურ წიკლაურის შვილიშვილის, ანდრო გოგიბედაშვილის ნამუშევარი „Cosmic Lake Transparency“ გაიგზავნა. მუსიკოსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„4 ოქტომბერს, თბილისის დროით 12 საათზე ჩემი მუსიკის Cosmic Lake Transparenc-ის 15 წამი რადიო სიგნალით საბოლოოდ გაიგზავნა კოსმოსში პლანეტა K2-18B- ზე.

ტრანსმისია მოხდა ინგლისიდან, Goonhilly Earth Stationიდან. ეს არის უდიდესი მოვლენა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში და უზომოდ მადლიერი ვარ stihiafestivalის რომ მომცა ეს შესაძლებლობა.

იმედია, სადმე ვინმე დაიჭერს ამ სიგნალებს და მოუსმენს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ პერიოდში გამოხატული სითბოსა, სიყვარულისა და კეთილი სურვილებისთვის“, - წერს მუსიკოსის ანდრო გოგიბედაშვილი.

ანდრო გოგიბედაშვილმა რამდენიმე ხნის წინ, რუსთავი2-ის ეთერში თქვა, რომ სიგნალი იმ პლანეტაზე 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა.

„აქ ხომ კარგი ხნის გარდაცვლილი ვიქნები და ვამბობ, რომ იმ პლანეტაზე გავჩნდები, იქ დავხვდები და მივიღებ მაგ სიგნალს, “- თქვა ანდრო გოგიბედაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×