რეზონანსი
08.08.2022

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:

"✅შემდეგი იქნება უკრაინა", ამას ვამბობდი მე 2008 წლის აგვისტოში, მაშინ მექსიკაში ვიყავი... და მერე ბრიუსელშიც ვიყავი... პასუხი რა იყო, იცით?! "ეს შეუძლებელია", "რას პანიკობ", "ეს ზღაპარია", "ნუ აზვიადებ"...

✅2022 წლის თებერვალში ვთქვი "დაიწყო მე-3 მსოფლიო ომი", მაშინ ვიყავი ჟენევაში,, მერე პარიზში და ბრიუსელში ვიყავი... პასუხი რა იყო, იცით?! "ეს შეუძლებელია", "რას პანიკობ", "ნუ აზვიადებ"... ჩემი პასუხი იყო მარტივი: "იქნება შიმშილი", იქნება ახალი პანდემიები", "იქნება ენერგორესურსებისთვის უფრო სასტიკი ბრძოლა", "იქნება ლოკალური და, სავარაუდოდ, რეგიონული კონფლიქტები/ომები", "იქნება ქაოსი და არეულობა"...

✅სად ვართ ახლა? შიმშილი დაიწყო, ომები დაიწყო, კონფლიქტები დაიწყო, ენერგორესურსებისთვის ომი დაიწყო და პანდემია გრძელდება და მეტიც, ახალი პანდემია შემოგვემატა...

✅რა ვქნათ?!

✅2008 წლის გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ❗️არა მარტო ქართველებმა, პირველ რიგში, ევროპელებმა❗️

✅არ უნდა დაგვავიწყდეს 2008 წლის აგვისტო❗️საქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი და ამის დავიწყება არის ზუსტად ქართველობის დავიწყება❗️

✅ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, ფხიზლები, მობილიზებულები და სიბრძნე მოვძებნოთ საკუთარ თავში❗️

✅არ ავყვეთ ემოციებს და ცივი გონებით დავიცვათ ჩვენი სამშობლო ყველგან, სადაც შეგვიძლია❗️

✅დიახ, იქ, სადაც შეგვიძლია❗️

✅და ბოლოს, მტრის ენა უნდა იცოდე მტერზე უკეთესად, მტრის ჩვევები ისე კარგად უნდა შეისწავლო, რომ მასზე უკეთესად იცოდე, რა უყვარს და რა არა. გვახსოვდეს როცა მტერი შენზე 100-ჯერ ძლიერია და შენ არ გყავს გვერდზე ძლიერი მხარდამჭერი, მტერთან ახლოს უნდა იყო და დიახ, დათმობაზეც უნდა წახვიდე მაგრამ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს რომ ის შენი მტერია❗️

✅ერთადერთი გზა საქართველოსთვის არის ის, რომ გავხდეთ ძლიერი ოჯახის წევრი და რაც შეიძლება მალე❗️

✅საქართველო 🇬🇪 გაიმარჯვებს❗️

#drpkhakadze

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×