„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, დანიშნონ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ.
„დანიშნონ ხვალ რიგგარეშე სესია და ვუყაროთ კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებებს", - აღნიშნა ვაშაძემ.
მან ისაუბრა ოპოზიციის სტრატეგიაზეც:
„ჩვენი გეგმა გამარჯვებაზე, ხალხის ნება-სურვილზეა ორიენტირებული და მრავალკომპონენტიანია, ვიცი რომ ძალიან გაინტერესებთ, მაგრამ უნდა გაგიწბილოთ იმედები, ამ გეგმას დღეს ვერ წარგიდგენთ. მრავალკომპონენტიან გეგმაზე როცა ვსაუბრობ, ეს არის გეგმა, როგორც სამოქალაქო პროტესტი, ასევე საკანონმდებლო პაკეტი".