რეზონანსი
28.06.2022

არავინ მიიჩნევს, რომ ომი დასრულდება მომდევნო კვირებში ან თვეებში - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების პასუხად განაცხადა, რომელიც მის ქვეყანაში მიმდინარე ომის წლის ბოლომდე დასრულებას ეხებოდა.

„რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ომი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შენარჩუნდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება და იმ ინტენსივობით, რაც საჭიროა უახლოეს კვირებსა და თვეებში", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიაში, „დიდი შვიდეულის" სამიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც მედია წერს, მაკრონმა რუსეთი "ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ" არ მოიხსენია, როგორც ეს ადრე ზელენსკიმ გააკეთა.

საფრანგეთს ლიდერმა უკრაინაში, სავაჭრო ცენტრზე მომხდარ რუსულ სარაკეტო თავდასხმას "ომის დანაშაული" უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×