რეზონანსი
26.06.2022

მაშინ, როდესაც მთელი რადიკალური ოპოზიცია რეალურად კანდიდატობის სტატუსს უკავშირებს საკუთარ აქციებსა და პროტესტს ფონ კრამონმა, მათმა ლობისტმა პირდაპირ განაცხადა, რომ სტატუსი დღევანდელ მოცემულობაში განსაკუთრებულს არც არაფერს არ ნიშნავს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„უკრაინასა და მოლდოვას კიდევ დიდხანს მოუწევს მოსაცდელ ოთახში ლოდინი იმისათვის, რომ ევროკავშირის გზაზე იაროს. ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს „ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებულ პოზიციას, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ რეალურად ევროკავშირის მიდგომა დღევანდელ მოცემულობასთან დაკავშირებით მოლდოვასთან და უკრაინასთან საფრთხეებიდან გამომდინარე იყო ისეთი, როგორიც იყო, ანუ, ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. საქართველოსთან მიმართებით ევროპული პერსპექტივა გაიხსნა. ევროკავშირის ყველა ლიდერი ერთხმად საუბრობდა და საუბრობს იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიხსნა. სამწუხაროდ მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია აღიქვამს ამას კარის დახურვად," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×