რეზონანსი
21.05.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ, აღარ გაემგზავრება.

მან აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არის გაზვიადებული ახალი ამბავი, რომელიც შეთითხნილია ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ.

„შეიძლება იქ იყო ტექნიკური დეტალი და ეს ამის გამო მოხდა. სიმპტომატურია, რომ საელჩო ამაზე კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან ეს არ არის ეპოქალური მნიშვნელობის, ძალიან დიდი გადაწყვეტილება, თუნდაც ეს სიმართლე იყოს, ვინაიდან საელჩოსთვის ეს არის თავსმოხვეული, გარედან არასწორი მიწოდებული ნიუსი“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ, აღარ გაემგზავრება. გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერ ოფიციალური პასუხი მხარეებისგან ცნობილი არ არის.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×