რეზონანსი
18.05.2022

ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე ისაუბრა. წულუკიანის თქმით, განაჩენი ამბობს, რომ ფაქტები, რომლის ჩადენასაც ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავებოდა, დადასტურებულია.

მინისტრის თქმით, პატიმარს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. თეა წულუკიანის შეფასებით, ნიკა გვარამია "რუსთავი 2-ის" კუთვნილი თანხების სხვა, კერძო კომპანიაში გადატანით იყო დაკავებული.

"ეს არის სამართლებრივი რეალობა. არ გამიკვირდება, რომ ის პირები, ვისთანაც თავის დროზე ჩვენ დავას ვაწარმოებდით სტრასბურგის სასამართლოში, "რუსთავი 2-ის" საქმეზე ამბობდნენ, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალურ მოძრაობას" და ნიკა გვარამიას არ ჰქონდათ მიტაცებული, დღეს ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცია "რუსთავი 2-ის" კუთვნილი თანხები. რა თქმა უნდა, ისინი ამას იტყვიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული "რუსთავი 2." მესმის ,რომ რეალობა მწარეა, მაგრამ არ მიკვირს იმ ადამიანების კრიტიკა, რომ ნიკა გვარამია უდანაშაულოა, ვინც თავის დროზე ამბობდა, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს მიტაცებული," - განაცხადა თემის კომენტირებისას თეა წულუკიანმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×