რეზონანსი
21.10.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ან უკრაინული მხარისთვის გადაცემა გამორიცხულია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი ციხეში იქნება.

„მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს, 6 წელი არ იჯდება, აპირებენ უკრაინაში გადაცემას და ა.შ. ეს ორივე არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს. მინიმუმ 6 წელი იჯდება ის საპატიმროში, ასევე გამორიცხულია, ამაზე სერიოზული კომენტარიც არ შეიძლება გავაკეთო, ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინაში. ეს არის სრული აბსურდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×