რეზონანსი
24.09.2021

არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ მშვიდობიანად უნდა ჩატარდეს არჩევნები. რაც შეეხება გამოხმაურებებს, სხვათა შორის, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე, - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მხრიდან ირაკლი კობახიძის მისამართით დაგეგმილ პროვოკაციაზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის მხრიდან ამ ფაქტს მოჰყვება შეფასება, რადგან შეხვედრის ფორმატი მათი მხრიდან იყო შეთავაზებული და სწორედ, მათი ოფისის წინ მოხდა ეს ინციდენტი. მისი განმარტებით, მელია საერთაშორისო ინტერესის ობიექტია და ამიტომაც ხდება მის მიერ კანონის უგულებელყოფა.

"იცით, რომ გუშინ, ეს შეხვედრის ფორმატი, ევროკავშირის მხრიდან იყო შემოთავაზებული, ისინი იყვნენ მასპინძლები და მათი კარის წინ მოხდა ეს პროვოკაცია. მათ მიერ, დაპატიჟებულმა სტუმარმა მეორე სტუმარს მიაყენა შეურაცხყოფა. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოველით, რომ ევროკავშირს ექნება ამ პროვოკაციაზე რეაქცია. სამწუხაროდ, ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ნიკა მელიას შემთხვევაში, არის ის საერთაშორისო ყურადღებით "ფუფუნებაში" მოქცეული და გარკვეულწილად ამ კუთხით მისი ქცევა, რასაც ჩვენ ვხედავთ - ის, რომ მოხდა მისთვის გირაოს გადახდა ევროკავშირის მხრიდან; ის, რომ ამნისტია მივიღეთ; ის, რომ მას შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირში, ვაშინგტონში, ეს მას ათამამებს ამ ქცევაში. ორი კვირის წინ გვქონდა ამაზე ბრიფინგი, რომ პროვოკაციები იგეგმებოდა, ამიტომ რეაქცია საჭიროა, რომ არ წახალისდეს ასეთი პროვოკაციები და ძალადობა. ამიტომ, რეაქცია საჭიროა ახლავე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×