რეზონანსი
21.06.2021

თუ წლების წინ კერძო ბაღები იყო პრივილეგირებული, დღეს, მათ სახელმწიფო ბაგა-ბაღები მაღალი ხარისხითა და ევროპული სტანდარტებით მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„ყველა ბაღში გათვალისწინებულია ევროპული სტანდარტები - კვების კომპონენტი, გარემო, დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

განხორციელებული პროექტების შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმაც ისაუბრა.

„ამჟამად, თბილისის მერიის მართვაშია 185 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 61 000 აღსაზრდელია. 2018-2021 წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 საბავშვო ბაგა-ბაღი, 10 რეაბილიტირდა, ხოლო 147 ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა", - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

2018-2021 წლებში თბილისში 11 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა. ამავე პერიოდში, კეთილმოეწყო 56 ბაღის ეზო, ჩატარდა 20-მდე ბაღის ფასადის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა სააღმზრდელო ოთახები, შეიცვალა სახურავები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამზარეულოებს, შენობები ადაპტირდა შშმ პირთათვის, მოწესრიგდა საპირფარეშოები და ჭურჭლის სამრეცხაოები, 100-მდე ბაღში მოწესრიგდა სათამაშო სივრცეები და გარე ინფრასტრუქტურა, ასევე, პირველად, საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე რაგბის ორი მინი სტადიონი მოეწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×