რეზონანსი
08.05.2024

საინფორმაციო სააგენტო For.ge მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აქციებთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს: „არავინ იქნება ჩვენი გამჩერებელი, შანსი არ არის“.

„ჩვენ ისე მოვბილიზდეთ, რომ ყველა თავისი ფეხით მოვა, დაინახავენ, რომ აქეთკენ არის პროცესი… ვერ დაგიჭერენ. 30 000 კაცი ნიშნავს, რომ შეგიძლია 10 000 კაცი პარლამენტთან დააყენო და რაც აქვს სახელმწიფო რესურსი, მაგ ორ ადგილზე მოუწევს მობილიზება. 10 000 კაცით წახვალ და სადმე სხვაგან შეხვალ. 30 000-ზე ბევრად მეტი იყო, მაგრამ რისთვის იყო გამოსული, არავინ იცოდა. ეს ხალხი გამოსული იყო იმის გამო, რომ გაბრაზდნენ, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრა, ეგ გასაგები იყო, მაგრამ არავინ იცოდა, ამის იქით რაზე იყო წამსვლელი. ახლა ვინც ხართ აქ ხალხი, გამოსული ხართ ის ხალხი, ვინც მე მომისმინეთ, რომ ვთქვი, ქუჩა, პროტესტი, პარალიზება არის გზა და ამიტომ ხართ მოსული. ჩვენ თუ ასე გავიზრდებით, ყველას გვეცოდინება, რომ ეს ხალხი ვართ, ამაზე მზად ვართ, რომ წავიდეთ… 20 ივნისს ამ ლიდერშიფს წარმოდგენა არ ჰქონდა, ეს ხალხი რაზე იყო წამსვლელი. ჩვენ თუ გავიზრდებით ასე, გვეცოდინება, რა ხალხი ვართ, რისი გაკეთება გვინდა, რა გვაქვს მიზანი, რაზე ვართ მზად. არავინ იქნება ჩვენი გამჩერებელი, შანსი არ არის“.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძის ორი თანამოსაუბრე ამბობს:

„არა, გარეთ გამოსვლა თუ არ ვისწავლეთ, არაფერი გამოვა, აზრი არ აქვს არაფერს; მე კიდევ მგონია, მარტო გარეთ გამოსვლა კი არა, ცოტა აგრესიაც უნდა ვისწავლოთ; რა აგრესია, ცხვარი გავატყავებინოთ?; არა, ცხვარი გავატყავებინოთ კი არა, ჩვენ მეტი ვინ გამოსულა ამდენი ათასი ამდენჯერ ქუჩაში და ხელებაწეული. რა ხელებაწეული? სად გინახავს პროტესტი ხელებაწეული“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×