რეზონანსი
19.06.2021

ქობულეთში აქციაზე დღეს დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სამართალდამცველებმა ისინი გადაკეტილი რკინიგზის გათავისუფლების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა.

დაკავებულები ამბობენ, რომ ჯარიმას არ გადაიხდიან. ისინი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ აჭარის მთავრობის მიერ აუქციონზე გასაყიდად გატანილი 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მათი მამა-პაპისეული საკუთრებაა და მისი დაკანონება ვერ მოახერხეს. აუქციონის შეჩერების მოთხოვნით, მათ რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც, ბათუმი-თბილისის მატარებელი დაახლოებით ერთი საათი გაჩერებული იყო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით კი, ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და შესაბამისად, მოქალაქეებს არ აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. სამინისტრო აუქციონის შეჩერებას არ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×