რეზონანსი
18.06.2021

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ერიქსენმა, რომელსაც კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუდგეს, თანაგუნდელები მოინახულა და მათ წარმატებები უსურვა, შემდეგ კი სახლში გაემგზავრა.

„მადლობა ყველას თანადგომისთვის. ამ ყველაფრის გაგონება და ნახვა წარმოუდგენელი იყო. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ბიჭებმა კარგი თამაში ჩაატარეს და მათ რუსეთის წინააღმდეგ მატჩში სახლიდან ვუქომაგებ", - განაცხადა ერიქსენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×