რეზონანსი
11.05.2021

მეორე დღეა საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარეობს მსჯელობა კაჭრეთში, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი პარლამენტში შემუშავებულ ცვლილებებს განიხილავს.

სხდომას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები ესწრებიან, მათ შორის არიან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები.

პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავარი ისეთი სანდო საარჩევნო გარემოს შექმნაა, რომ არჩევნებზე მისულმა მოქალაქემ მისი ხმის დაცულობა იგრძნოს. 

პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან, ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს.

"ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის გამოსავალი, ხოლო ხელისუფლება ამაში ხედავს საფრთხეს, რადგან ისინი არ ენდობიან ოპოზიციას,"-აღნიშნა სამნიძემ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ბევბრად უფრო კვალიფიციური კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. 

"პრინციპი არის მთავარი, უნდა იყოს სამართლიანი და რაციონალური დაკომპლექტდება. პარტიებს უნდა ჰქონდეთ მეტი წარმომადგენლობის შესაძლებლობა, რათა შემდგომში არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები. ვთანხმდებით, რომ მაღალი კვალიფიკაციის პირები უნდა იყვნენ საარჩევნო ადმინისტრაციებში წარმოდგენილები,"- აღნიშნა ოხანაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×