რეზონანსი
11.05.2021

დეკემბრის შემდეგ, დღეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს დაიღუპა 31 ადამიანი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორი კვირით ჩამორჩება ინფიცირების ზრდის მაჩვენებელს. ამ და სხვა პარამეტრების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ვართ პიკში. თუ ძალიან არ გავლაღდებით, ორი კვირის შემდეგ ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×