რეზონანსი
11.05.2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

- 13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები. ასე რომ განახლდება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უნივერსიტეტების ფუნქციობა.

- ასევე 13 მაისიდან მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი.

- ე.წ. კომენდანტის საათი ამ ეტაპზე ძალაში რჩება. არსებული რეგულაციების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამა გაბუნიამ კი დააკონკრეტა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა მაისის ბოლოდან შემსუბუქდება.

- ვაქცინაციაზე ჩასაწერად მოქალაქეებს დარეგისტრირება შეეძლებათ ცხელი ხაზის ნომერზეც 15 22. ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, ასევე გაიზრდება ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციის საბჭო დღეს ვაქცინაციის პროცესის წახალისების საკითხზე იმსჯელებს. მაისის ბოლოსთვის კი კონკრეტული პაკეტი იქნება მზად, თუ რა შემთხვევაში და როგორ ამოქმედდება წახალისების მექანიზმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×