რეზონანსი
11.05.2021

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მორიგი სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ შეხვედრაზე.

დიდი ალბათობით საბჭო საქართველოში კოვიდ პასპორტის ამოქმედების დეტალებზე იმსჯელებს. ვისზე და რა პირობებით გაიცემა დოკუმენტი, ასევე რა პრივილეგიებით ისარგებლებენ მისი მფლობელები გავიგებთ ელექტრონული პრეზენტაციის შემდეგ.

ასევე საბჭო მსჯელობს მუნციპალური ტრანსპორტის მუშაობასთან და სწავლის აღდგენასთან დაკავშირებითაც. საჯარო სექტორი კი სამუშაო პროცესის აღდგენის თარიღს ელოდება.

აცრის ტემპების დასაჩქარებლად კი ჯანდაცვის უწყება ქვეყანაში იმუნიზაციის კაბინეტების დამატებასაც გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×