რეზონანსი
07.05.2021

სამწუხაროდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა!, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელის თანახმადაც, პრეზიდენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა.

როგორც ვაშაძე წერს, „მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების!“

„მომავალ კვირაში დარეგისტრიდება ჩვენი კანონი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმებაზე!

ქართულ ოცნებას მოუწევს პასუხის გაცემა საჯარო დებატებში ანტიდემოკრატიული კანონის მიღებაზე!“, - წერს ვაშძე „ფეისბუქზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×