რეზონანსი
07.05.2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო არ გამოიყენა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიგინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი.

პრეზიდენტის განცხადებით, დაჩქარებული წესით პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისთვის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას.

თუმცა მისი თქმით, „ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

„ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდნეტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×