რეზონანსი
04.05.2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ე.წ. მწვანე პასპორტებში 3 ძირითადი პარამეტრი იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ერთ-ერთი ტესტირების შედეგი იქნება.

"3 ძირითადი პარამეტრი იქნება გათვალისწინებული. ერთი - დაავადების გადატანის სტატუსი, ასევე ვაქცინაციის სტატუსი და ტესტირების სტატუსი, ანუ უახლესი მდგომარეობით რამდენად დადებითია თუ უარყოფითია სწრაფი ტესტი, თან PCR-ით მოქალაქე.

რაც შეეხება საერთაშორისო მოთხოვნებთან და რეგულაციებთან შესაბამისობას, ამაზე ცოტა ადრეა საუბარი, მიდის მსჯელობები," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ე.წ. მწვანე პასპორტების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.

მთავრობა აცრილი მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესებასაც გეგმავს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )