რეზონანსი
23.04.2021

შეთანხმების მიღწევის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, გამძლეობაში ვარჯიშია, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია პოლიტპატიმარი მას შემდეგ აღარ არის, რაც ევროკავშირმა მისი გირაოს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

„ლელოს" მცდელობას, რომ კიდევ ერთი გზა იპოვოს, მხოლოდ მივესალმები. ევროკავშირი თავდებად ჩაგიდგება, თუ გირაოს გადაგიხდის, პრინციპულად ერთი და იგივე საკითხია, ორივე საპატიოა და ორივეს უნდა დაეთანხმო. არ მესმის, პირველის არდათანხმების ამბავი. მეორე თუ გამოვა და ევროპარლამენტარები დაეთანხმებიან, იქნება გზა და იმედია, ეს გზა მაინც იქნება წარმატებული, თორემ ნებისმიერი გზა, რომელიც ნიკა მელიას გარეთ აღმოაჩენს, მისასალმებელია, რა თქმა უნდა, თუ თვითონ უნდა. ჩემი აზრით, მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება ძირითად პუნქტებზე მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, ციხეში ჯდომა გამძლეობაში ვარჯიშია, რამდენ ხანს გავძლებთ ციხეში. ამას პოლიტპატიმრობასთან კავშირი არ აქვს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ გირაოს იხდის, რათა გარეთ გამოვიდეს", - განაცხადა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )