რეზონანსი
20.04.2021

"ქართული ოცნების" წევრი და ხელისუფლება-ოპოზიციის შორის მიმდინარე მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პატიმრობაში მყოფი თავმჯდომარის გასათავისუფლებლად რამდენიმე მექანიზმი არსებობს. ამ მექანიზმების შესახებ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ისაუბრა:

"რაც შეეხება პროცედურებს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და ნიკა მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გათავისუფლება. უარი თუ თქვა ეს მისი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება ამნისტიის საკითხს იცით, რომ ამნისტია ეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებს, არა მხოლოდ ნიკა მელიას. ეს ამნისტიის კანონპროექტი შესაბამისი პროცედურებით დაინიცირდება. ამაში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ერთობლივად და ამნისტიის შედეგად ამნისტირებული იქნება ყველაფერი, რაც დაკავშირებულია 20 ივნისთან და აქვთ ბრალდება წაყენებული," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი რურუას საკითხს, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მზადაა შეთანხმების რეალიზების შემთხვევაში მან გიორგი რურუა შეიწყალოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )