რეზონანსი
18.04.2021

„ქართული ოცნების" მიერ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა და 40% „ჩამკეტის" შეთავაზება აღმოჩნდა ის ამოსავალი წერტილი, რასაც დაეყრდნო შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი, როდესაც ეს ზღურბლი 43%-მდე ასწია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს ევროპაც და თავად მიშელიც, რომელმაც უკვე დასცა მისი რეპუტაცია, დოკუმენტის შეცვლითა და ოპოზიციის კაპრიზებზე დაყოლით, თუ კიდევ დამატებით დაიწყებს დოკუმენტის შინაარსით მანიპულირებას, თუ ოპოზიცია ხელს ამ დოკუმენტსაც არ მოაწერს.

,,ბოლოს და ბოლოს ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ. პატივს ვცემთ მეგობრებს, პარტნიორებს, მაგრამ ნურც იმას გვათქმევინებენ, რომ მადლობა, ყელამდე ვართ თქვენი პატივისცემითო“, - წერს ანალიტიკოსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )