რეზონანსი
18.04.2021

იმედი მაქვს, ახალი ტექსტი დაგვხვდება და იგივე არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო, - ამის შესახებ პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა ტექსტი იქნება, წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდაზე.

„არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში იქნება ცვლილებები. ზოგადად, იმედი მაქვს, ახალი ტექსტი დაგვხვდება და იგივე არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო. თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ. ორი საკითხი იყო - პოლიტპატიმრების, ზოგადად, პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნებზე მისასვლელი გზა. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამ ორ პუნქტში უნდა იყოს, რომ ოპოზიცია დათანხმდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )