რეზონანსი
24.02.2021

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი კახა კუჭავა აცხადებს, რომ კრიტიკული შეფასებები დასავლეთიდან გამოწვევაა ქვეყნისთვის, რომელსაც აუცილებლად გადავლახავთ.

მისი თქმით, დღეს აქცენტი კეთდება იმ განცხადებებზე, რომელიც ისმის დასავლეთიდან, როდესაც ყურადღების მიღმა დარჩა განცხადებები, როდესაც იგივე საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ.

"ჩვენ ძალიან ბევრი სხვა გამოწვევაც გვქონია და ამ გამოწვევასაც გადავლახავთ, ქართველი ხალხი, რომლის ისტორიული და ურყევი არჩევანია, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი, ეს ნამდვილად იქნება მიღწეული. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმებით ცდილობენ, ის, რაც ნამდვილად წარმოადგენს ამ ხელისუფლების მიღწევას, დაიჩრდილოს.

ის, რაც საქართველოში ხდება, განსაკუთრებით დღეს, ყველას ყურადღების ქვეშ არის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანაში თავისი გამოწვევებია, თავისი მიმდინარე მოვლენებია და ზუსტად ისე შეიძლება არ იყვნენ ინფორმირებული, როგორც აქ არის ძალიან ბევრი. არავის არ სჭირდება ის ქვეყანა, სადაც შეიძლება გამონაკლისი იყოს ვიღაცა რაღაცის გამო და ამის გამო არ დაიჭირო, ასე ვერ მივალთ იმ ნიშნულამდე, სადაც გვეტყვიან, რომ თქვენთვის ევროკავშირის კარი ღიაა.

ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, საკმაოდ მწვავე სიტუაციაა, ვიტყოდი, გარკვეულწილად კუთხეში ვართ მისული და აუცილებელია, გამოსავალი ვიპოვოთ. ახლა ამბობენ, რომ დაგვიჯდეს ხელისუფლება სალაპარაკოთო, რასაც ჩვენ მოვუწოდებდით სხვებს, 4 თვეა ვიხვეწებით, რომ დაჯექით, გამოიყენეთ კონსტრუქციული გზები. დღეს ყველა ლაპარაკობს იმ გამოხმაურებაზე, რაც ისმის დასავლეთიდან, სად იყავით აქამდე, 4 თვე რომ მოწოდება იყო, შედით პარლამენტში და ქუჩა არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ისაუბროთო?!,"-განაცხადა კახა კუჭავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )