გვანცა წულაია
02.09.2024

საქართველოს ეკონომიკა განვითარებას განაგრძობს. ივლისის თვეში ქვეყნის მშპ 13%-ით გაიზარდა. ბოლო წლების ტენდენცია დადებითია და მოლოდინიც პოზიტიურია, მაგრამ საინტერესოა, რამდენად გრძნობს თითოეული ოჯახი ეკონომიკურ ზრდა და თანაბრად ნაწილდება თუ არა სტატისტიკური სიკეთე ადამიანებზე?

ირმა ჩიტაია
29.08.2024

ტურიზმის მასშტაბები გაიზარდა. მოლოდინი, რომ საქართველოში ტურისტთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდებოდა, ფუჭი აღმოჩნდა. პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობასთან და სტაბილური გარემოს შექმნასთან ერთად ზაფხულის სეზონი აქტიური და მიმზიდველი გახდა შიდა და გარე ტურიზმისთვის. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ზღვისპირა კურორტები. მათზე წელს არნახულად დიდი მოთხოვნაა. 

გვანცა წულაია
29.08.2024

საქართველო, როგორც შუა დერეფნის კარიბჭე, თავის ფუნქციას არ კარგავს. დერეფანი აქტიურ და შეუერხებელ მუშაობას განაგრძობს და შესაბამისად, გადაზიდვების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. აქვე საინტერესოა, რამდენად ხდება ამ ყველაფერთან ფეხის აწყობა და მზარდი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, რამდენად მზად იქნება ქვეყნის ინფრასტრუქტურა?

ქეთო გოგოხია
28.08.2024

საავტომობილო თხევადი გაზის ფასი ბენზინის ფასს უახლოვდება. თავის დროზე ამ საწვავზე მაღალი მოთხოვნა სწორედ ფასით იყო განპირობებული, რადგან მძღოლებისთვის ეკონომიურ, ბენზინის საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნეოდა და ასეც იყო. სანამ თხევად გაზზე აქციზის გადასახადს  დააწესებდნენ, საკმაოდ იაფიც ღირდა. ამ ეტაპზე კი მისი გაძვირების საფუძველი ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება, რაზეც ეკონომისტები ღიად საუბრობენ, დარგის სპეციალისტები კი თხევადი გაზის გაძვირებას გეოპოლიტიკური ვითარებით ხსნიან.

ქეთო გოგოხია
28.08.2024

ზაფხულში გალის მოსახლეობის მთავარი საზრუნავი თხილის დაბინავება და გაზრდილ ფასებთან გამკლავებაა. ოჯახის მთავარი შემოსავალი სწორედ თხილზეა დამოკიდებული, ამიტომ გალელებისთვის პროდუქტის ფასს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჭირნახულის რეალიზაცია კი წლიდან წლამდე პრობლემაა, რადგან ზუგდიდში გასაყიდი პროდუქციის გადატანა ძვირი ჯდება, ადგილზე კი თხილი იაფია და შემოსავალი ამ დროს ხარჯის გასტუმრებას უნდება, განსაკუთრებით კი დღიური მუშის დაქირავება უჭირთ. 

ირმა ჩიტაია
27.08.2024

წინასაარჩევნო დაძაბულობა საბანკო სექტორის საქმიანობაზე არ ასახულა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში ცოტა გაურკვევლობაა, საბანკო სფერო ჯერჯერობით ყველაზე სტაბილურია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევები ადასტურებს, რომ სექტორში არსებული დეპოზიტების მოცულობა მზარდია. რაც ნიშნავს, რომ სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს. ასევე, მოსახლეობის ნდობაც მაღალია, რაც წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ბანკებისთვისაც და მომხმარებლისთვისაც. 

ქეთო გოგოხია
27.08.2024

მოსახლეობისთვის უფასო მედიკამენტებში მთავრობა ყოველთვიურად მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ შეღავათი რეალურად ნაკლებად იგრძნობა. ამის მიზეზი წამლებზე მაღალი დანახარჯია, რაც კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხალხისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. როგორც ირკვევა, ყოველთვიურად, სახელმწიფო პაციენტებს 4-დან 6 მილიონამდე ლარის მედიკამენტებს უფინანსებს. იმისთვის, რომ მედიკამენტებზე დამოკიდებულმა მოქალაქეებმა შეღავათი იგრძნონ, სახელმწიფო ხარჯი დაახლოებით 16 000 000 ლარს უნდა შეადგენდეს, ანუ წლიურად 200 000 000 ლარის  ფარგლებში.

ქეთო გოგოხია
26.08.2024

საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში რეალური სექტორის დამსახურება მინიმალურია. ქვეყანაში, ძირითადად, მომსახურების სფერო ვითარდება, განსაკუთრებით საფინანსო დარგი, ვაჭრობა და ტურიზმი, ხოლო ინდუსტრიული მრეწველობა ამ პროცესს ფეხს ვერ უწყობს. შესაბამისად, რეალურ სექტორში ფულს არავინ დებს და ეს არც  წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების ინტერესებშია, რომლებიც მუდმივად ერთსა და იმავე სეგმენტს აფინანსებენ. ამიტომ შრომის ბაზარი ვერ იზრდება, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ცუდად მოქმედებს.

ირმა ჩიტაია
26.08.2024

სქროლები, მოპედები და სხვა მცირე ზომის გადაადგილების საშუალებები საგზაო მოძრაობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არანაირ  რეგულაციას არ ემორჩილებიან, მსგავსი ტრანსპორტი ქაოსურად მომრავლდა და ხშირად ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ხდება, რასაც ავარიების სტატისტიკაც ადასტურებს. მსოფლიოში დიდ ქალაქებში უკვე დაიწყებს ამ სახის ტრანსპორტის შეზღუდვა.

ქეთო გოგოხია
26.08.2024

შაქარი და მისი სინთეზური შემცვლელები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ  ჭარბი დოზით შაქრის მიღება მავნებელია, თუმცა გაცილებით საშიშია ალტერნატიული საშუალებები, რასაც საკვებ ინდუსტრიაში იყენებენ. 

ქეთო გოგოხია
22.08.2024

წინასაარჩევნოდ ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და  ამ მდგომარეობას, სავარაუდოდ, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი დადებითია, რაც გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის კვლევითაც გამყარდა და გავრცელებულ მოსაზრებას ექსპერტთა უმეტესობაც ეთანხმება.

ირმა ჩიტაია
22.08.2024

შრომის ბაზარზე კადრებზე დიდი მოთხოვნა და დასაქმების მეტი შესაძლებლობაც გაჩნდა, თუმცა ამან მოსახლეობას დიდი შეღავათი ვერ მისცა. შედეგით კი ყველა უკმაყოფილოა, სამსახურის მაძიებელი და ბიზნესიც, რომელიც საჭირო კადრს დაბალი კვალიფიკაციის გამო ვერ შოულობს და ვერც ხელფასების ზრდის გარანტიას იძლევა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×