ნატალია ჯვარიძე 15.11.2026

28 ნოემბერს, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პრემიერ კობახიძის ცნობილი განცხადების ორი წლისთავზე, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ საპროტესტო მარშს გეგმავენ. თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა საღამოს 7 საათზე ერთდროულად დაიწყება მეტრო „ავლაბრიდან" და თსუ-ს პირველი კორპუსიდან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აქცია არ იქნება განსაკუთრებულად მასშტაბური და მას არც რაიმე ხელშესახები პოლიტიკური შედეგი არ ექნება.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.11.2026

„ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ზოგჯერ თავადვე აძლევენ ბრალდებას ხელსაყრელ არგუმენტებს. ამის მაგალითად უმრავლესობის წევრს, არჩილ გორდულაძეს, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ანა წითლიძის, 13 ნოემბრის გამოსვლა მოჰყავს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ოპოზიცია საკუთარ განცხადებებში ზედმეტად ფრთხილი უნდა იყოს.
| | |
თამთა ჩაჩანიძე 13.11.2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის მეთორმეტე სხდომაც კითხვა-პასუხის რეჟიმში, ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. პარასკევი გამონაკლისი არ აღმოჩნდა - მოსამართლეებსა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს შორის კვლავ არაერთი მწვავე დისკუსია გაიმართა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.11.2026

დუბლინში, სადაც პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო და ევროპელ ლიდერებთან ერთად ერთობლივ ფოტოზეც გამოჩნდა, საქართველომ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ერთიან პოზიციას ადასტურებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2026

მეთერთმეტე სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში კვლავ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსამართლეების კითხვებს მხარეთა შორის სიტყვიერი შელაპარაკებები მოჰყვა. განსაკუთრებული დაპირისპირება მოსამართლე ევა გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის გაჩაღდა, როდესაც გოცირიძემ პარტიას მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობასა და მკვლელების წახალისებაზე პასუხისმგებლობის საკითხი დაუსვა.
|
ნატალია ჯვარიძე 12.11.2026

პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვნებათაღელვა მოჰყვა მიტროპოლიტ იობის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლების შესაძლებლობების ამოწურვაზე ისაუბრა. ამ პოზიციამ საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მხრიდან შეფასებები გამოიწვია - მმართველმა გუნდმა ის „რეალობას აცდენილად" მიიჩნია, ხოლო ოპოზიციურმა სპექტრმა კრიტიკული პოზიცია სრულად მოიწონა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2026

ოპოზიციურ სპექტრში კვლავ აქტიურდება გაერთიანების აუცილებლობაზე საუბარი. პოლიტიკური ძალებისგან სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, რომ პარტიებმა ვიწრო პარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ, „პარტიული ნაჭუჭებიდან" გამოვიდნენ და საერთო მოქმედების საჭიროება და აუცილებლობა გააცნობიერონ.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.11.2026

ხუთი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური მომავლის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში კვლავ იხილება - მეათე სხდომაც მხარეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდა, თუმცა, პროცესს თან ახლდა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები და კამათი, რასაც სხდომის დარბაზიდან წარმომადგენლების გაძევებაც მოჰყვა.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და აკრძალვის შესახებ "ოცნების" სარჩელის განხილვა გრძელდება და თუ სასამართლო ხუთივე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი არსებითად შეიცვლება.
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|