თამთა ჩაჩანიძე
17.04.2025

„ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა „ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე" ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს. მათი შეფასებით, ესაა „ბოლო იარაღი, რაც ბრიუსელს ხელში უჭირავს". ამას წინ უძღვოდა ორი დღის წინ ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი მარტივდება. მანამდე, „ოცნება" ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევდა, რომ ევრობლოკი ამ ნაბიჯზე წვაიდოდა.

ნატალია ჯვარიძე
17.04.2025

„თუ ახლა ოპოზიციას ეტყვიან დიდი ქვეყნებიდან, უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ იმ წუთში შეიცვლიან აზრს და მიზეზებს დაასახელებენ, თუ რის გამო ჩაერთვებიან არჩევნებში. ადგილობრივი არჩევნები განსაზღვრავს ბევრი რამის ბედს, ამიტომ უმჯობესია, მონაწილეობა მიიღონ", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
17.04.2025

ოპოზიციაში გაიჟღერა იდეამ,რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად გაიმართოს პლებისციტი შეკითხვით - "გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს" წელსვე. იდეას ოპოზიციონერებისგანვე მოჰყვა წინააღმდეგობა, იმ არგუმენტით, რომ არსებული საარჩევნო მოცემულობით პლებისციტის ჩატარებას არ ექნება ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი. ხელისუფლება კი კვლავ ძველ პოზიციაზეა და ახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს, მათ შორის გარკვეული წინაპირობებითაც.

ნატალია ჯვარიძე
17.04.2025

„დაახლოებით ორი კვირაა, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ზე განაცხადა. ანალიტიკოსები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს ამერიკის ადმინისტრაცია წინადადებას.

თამთა ჩაჩანიძე
16.04.2025

ავსტრიის ახალი კანცლერი ქრისტიან შტოკერი, პრემიერ ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის, სადაც კანცლერი ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე წერს. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და როგორც ჩანს, ეს არის კობახიძის მილოცვაზე პასუხი ახალი კანცლერის მხრიდან.

მარიამ ვეკუა
16.04.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 15-16 აპრილს პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები.

ნატალია ჯვარიძე
16.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გეგმავს ახალი პროგრამის დანერგვას, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტებისთვის აშშ-ის ნებაყოფლობით დატოვებისთვის თანხის შეთავაზებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

თამთა ჩაჩანიძე
16.04.2025

თვითმმართველობის არჩევნების საკითხმა ოპოზიციაში უთახმოება გამოიწვია და შესაძლოა ერთიანი ბოიკოტიც არ გამოვიდეს. თანდათან უკვე იკვეთება კონტურები ვინ შეიძლება გავიდეს ადგილობრივ არჩევნებში. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია აცხადებს, რომ ამისთვის პარტია ემზადება, თუმცა, მიაჩნია, რომ "დღეს მზად არ არის გადაწყვეტილებისთვის".

თამთა ჩაჩანიძე
15.04.2025

„ქართულმა ოცნებამ" „ნაცმოძრაობის" და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა რამდენიმე თვით გადაავადა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სურთ ჯერ თავად ამომრჩევლებმა „გამოუტანონ განაჩენი" მათ წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებზე და მხოლოდ ამის შემდეგ აღძრავენ შესაბამის საკონსტიტუციო სარჩელს. თავად ენმ და ის პარტიები კი, რომელთაც შესაძლოა აკრძალვა შეეხოთ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ.

თამთა ჩაჩანიძე
15.04.2025

სოხუმის მიმართულებით ფრენებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ვრცელდება განცხადებებიც აეროპორტში სხვადასხვა სამუშაოზე ვაკანსიების შესახებ. თუმცა, ამის პარალელურად, აეროპორტის ამუშავების თარიღი და ამაში ჩართული ავიაკომპანიების რაოდენობა დროდადრო იცვლება.

ნატალია ჯვარიძე
15.04.2025

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივება, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ. მათ შორის არის საქართველოც.

მარიამ ვეკუა
15.04.2025

14 აპრილს პარტია „გახარია საქართველოსთვის" დამფუძნებლის, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაში მისვლამ ოპოზიციაში აღშფოთება გამოიწვია. ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომა იყო და შესაძლოა მმართველმა გუნდმა ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს. „ოცნება" კი კმაყოფილია - ყოფილი პრემიერის კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს „აგენტის აღსარებას" უწოდებენ და ამბობენ, რომ 14 აპრილის სხდომამ მისი დანაშაულებები გამოააშკარავა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×