თამთა ჩაჩანიძე
23.04.2025

უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაზე პოზიციების დაახლოება კვლავ ვერ ხერხდება, 23 აპრილს მინისტრების დონეზე ლონდონში დადგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაუქმდა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო უკრაინის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. მანამდე, ცნობილი გახდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვიდპუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას და ყირიმის აღიარებას და არანაირ კონკრეტულ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის.

ნატალია ჯვარიძე
23.04.2025

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცა ითხოვს, საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გააუქმოს". პარალელურად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს ეწვევა.

თამთა ჩაჩანიძე
22.04.2025

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენმდივანი ფერიდუნ სირინრიოღლუ ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშილს, რის შემდეგაც ერთობლივი საჯარო განცხადებებიც გაკეთდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სინირლიოღლუ შეხვდება საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა ვითარებას.

თამთა ჩაჩანიძე
22.04.2025

სააღდგომოდ, მიცვალებულთა ხსოვნის დღეს, მავთულხლართების მიღმა დარჩენილი საფლავების პატრონებს ოკუპაციის მძიმე შედეგმა წელსაც შეახსენა თავი. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დე ფაქტო ადმინისტრაციების მხრიდან უსაფრთხო დერეფნის გახსნა კვლავ პრობლემად რჩება და აღდგომის დღეებში სასაფლაოზე მოქალაქეების დაკავების საფრთხე მუდმივადაა, თუმცა, როგორც „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, აღდგომის დღეებში განსაკუთრებით ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ვითარება კიდევ უფრო შეამსუბუქა და ვისაც არ ჰქონდა ნებართვა და საშვი ის ხალხიც კი შეუშვა.

მარიამ ვეკუა
22.04.2025

საქართველოს ცენტრალურმა კომისიამ (ცესკო) 22 აპრილს ევროპის საბჭოს ასამბლეას ღია წერილით მიმართა, სადაც ხაზგასმით წერია, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას უნდა დაეყრდნონ არა აღქმებს, არამედ „გადამოწმებულ ფაქტებს". ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ცესკოს მიზანი ევროსტრუქტურებსა და საქართველოს შორის არსებული სიცარიელის ამოვსებაა, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ცესკო მირებული დადგენილებების დემოკრატიულად წარმოაჩენს.

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2025

"ქართული ოცნება" პარტიის დაფუძნებიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე "ყველა ხელშემწყობ პროგრესს სწორედ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიაღწია".

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2025

საქართველოსთვის ვიზლაიბერალიზაციის შეჩრების საკითხი სულ უფრო რეალური ხდება და ამას არც მმართველ პარტიაში უარყოფენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამაზე ევროკავშირში დისკუსია უკვე დაწყებულია და რა შედეგით დასრულდება პროცესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაცია რა სცენარით განვითარდება.

ნატალია ჯვარიძე
18.04.2025

ოპოზიციის ნაწილი უკვე სკეპტიკურად უყურებს ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის პერსპექტივას და მიიჩნევს, რომ მან თავისი რესურსი ამოწურა. თუმცა ვერ ასახელებენ ადამიანს, რომელიც მას ჩაანაცვლებს. ანალიტიკოსები კი, რომელთაც „რეზონანსი" ესაუბრა, ამბობენ, რომ ზურაბიშვილზე უკეთესი ვარიანტი დღეს არ არსებობს.

თამთა ჩაჩანიძე
18.04.2025

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება-არშეჩერების საკითხზე კვლავ მწვავე დებატები მიდის ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის. მმართველი ძალის შეფასებით, ქვეყანამ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა მათი მმართველობის პერიოდში დაიმსახურა, თუმცა თუ "კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის დარჩება პატრიოტად", რაზედაც ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება წინასწარ გვაგუებს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას.

თამთა ჩაჩანიძე
18.04.2025

პროტესტის მონაწილეები აღდგომის დღესასწაულებზეც არ წყვეტენ გამოსვლებს და შაბათ ღამით "დიდ მანიფესტაციას" აანონსებენ. "აღდგომას შევხვდეთ ქაშუეთთან"- წერია აქციის ანონსში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ შეკრება დაიწყება რუსთაველიზ გამზირზე 19 აპრილს 22:00 საათიდან.

მარიამ ვეკუა
17.04.2025

ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. სალომე ზურაბიშვილმა ხუთშაბათს „წინააღმდეგობის პლატფორმის" მორიგი შეხვედრა გამართა. ოპოზიციონერების ნაწილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილმაც და „წინააღმდეგობის პლატფორმამაც" რესურსები ამოწურეს. არც ახალი ერთობის ჩამოყალიბებაა გამორიცხული.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×