ნაზი ბერიძე
23.08.2023

რატომ დაიწყო კრემლმა კვლავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თემის აქტუალიზირება და საქართველოსთვის ფაქტობრივად ულტიმატუმის წაყენება. შესაძლოა თუ არა მოსკოვი თბილისი წინააღმდეგ დაძაბულობის ახალ კამპანიას იწყებდეს -რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციას გაამწვავებს.

ნაზი ბერიძე
23.08.2023

რუსეთის ფედერაციიდან გაზრდილი მიგრაციის ფონზე საქართველოში აივ ინფექციის დაავადებულთა რაოდენობამ 6%-ით იმატა - „გახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა. მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები" - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწშვილმა „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რეზონანსი
23.08.2023

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023" ( Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. სწავლების ფარგლებში პირველი საჩვენებელი კომპონენტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნაზი ბერიძე
22.08.2023

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც თანამდებობას ტოვებს, კიდევ ერთხელ გახდა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი მის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. რამდენად სანდოა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა, რომლითაც მომავალი წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს და რას ნიშნავს წინასაარჩევნოდ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა? ანალიტიკოსთა შეფასებებიც ამ მხრივ არაერთგვაროვანია.

ნაზი ბერიძე
22.08.2023

პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით, მიწოდონ მას თავისი მოსაზრებები, თუ თუ როგორ ხედავენ საქართველოს მომავალს. მმართველი პარტია ამას ექსპრეზიდენტის მხრიდან საარჩევნო კამპანიის დაწყებად აფასებს და აცხადებს, რომ კანონით სააკაშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ამის უფლება არ აქვს.

ნაზი ბერიძე
21.08.2023

საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ერთ წლით ადრე სულ უფრო აქტუალური ხდება, თუ რა სტრატეგიულ კამპანიას აირჩევენ მთავარი პოლიტიკური აქტორები - რა იქნება მათი მთავარი გზავნილები და შეთავაზება ამომრჩევლის მიმართ, რაზე იქნება აქცენტირებული პარტიული პროგრამა და როგორ აპირებენ მხარდამჭერების რიცხვის გაზრდას.

ნაზი ბერიძე
21.08.2023

ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ როდის უნდა ველოდოთ ალიანსის გაფართოების მორიგ ტალღას და ვინ დგას რიგში შემდეგი, ვისაც ექნება პრივილეგია ამ ორგანიზაციის წევრი გახდეს - არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი საქართველო. მომავალი სამიტი 2024 წელს ვაშინგტონში გაიმართება.

ელზა პაპოშვილი
20.08.2023

მოუგო თუ არა პოლიიტიკურად ხელისუფლებამ ოპოზიციას და რატომ დაიხია უკან ირაკლი კობახიძემ შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცახდების შემდეგ? კარგია თუ არა, როცა ხელისუფლება ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და მისი გამოსწორებაც არ ეთაკილება, ბოდიშსაც იხდის და ცდილობს საზოგადოებას აუხსნას, რომ შეცდომის დაშვებას აღიარებს? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოქმედება სწორია, თუმცა, თუკი ხისტი და დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთებამ და საზოგადოების პროტესტის შემდეგ ამაზე ბოდიშის მოხდამ თუ სისტემატური ხასიათი მიიღო, ეს „ოცნებას“ სერიოზულად დააზიანებს.

ნაზი ბერიძე
19.08.2023

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ასრულებს საქართველოში მოღვაწეობას. შაბათს მან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერთან. ანალიტიკოსთა შეფასებით, დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში არცერთ სხვა ელჩს არ ჰქონია ასეთი რთული ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან,. „რეზონანსთან" საუბარში ისინი საქართველოში დეგნანის მოღვაწეობას აფასებენ და იმაზეც საუბრობენ, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ახალი ელჩის პირობებში.

ელზა პაპოშვილი
18.08.2023

რას მოუტანს საქართველოს ბოლო დროს წარმოებული საგარეო პოლიტიკა და რას ნიშნავს ჩინეთთან და ისრაელთან დადებული სხვადსახვა სფეროებში თანამშრომლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებები. უფრო  მეტიც, საქართველო და ჩინეთი ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რასაც  ქვეყნის შიგნით არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. 

ნაზი ბერიძე
18.08.2023

„ოცნების" ყოფილი თანადამფუძნებლისა და ამჟამად ოპოზიციონერი ეკა ბესელიას განცხადებას კობახიძის ბოდიშთან დაკავშირებით, ხელისუფლების მწვავე შეფასება მოჰყვა.

ია აბულაშვილი
18.08.2023

2024 წლის არჩევნებისთვის აუცილებლად მივიღებთ განსხვავებულ პოლიტიკურ ველს, სცენაზე გამოვა რამდენიმე ახალი პოლიტიკური ძალა. ქარიზმატული ლიდერების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ხალხი ხმას მისცემს პროგრამებს და არა - პიროვნებებს - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბარა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×