რეზონანსი
09.07.2026

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსვლისას თამარ ბაგრატიონმა საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან პარტნიორობა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.

„პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე. მან მადლობა გადაუხადა WIPO-სა და ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას, დაეთვალიერებინათ ისტორიული ექსპონატები, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და გაცნობოდნენ ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ტრადიციებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×